კანადას პოსტ-ტროპიკული ციკლონი ''ლი'' მიუახლოვდა

გამოქვეყნდა:

პოსტ-ტროპიკული ციკლონი ''ლი'' კანადის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. ციკლონის სიჩქარე 110 კილომეტრ/საათია.  

სტიქია პირველი კატეგორიის ქარიშხლიდან  პოსტ-ტროპიკულ ციკლონამდე გადაკვალიფიცირდა და მიუხედავად სიძლიერის შემცირებისა, ის მაინც დამანგრეველია. 

ძლიერ ქარიშხალს თან ახლავს შტორმი, რომელმაც დააზიანა მაგისტრალები. სტიქიის შედეგად 180 ათას ადამიანი  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კანადის გარემოს დაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან შტორმის ტალღებმა შეიძლება 4-დან 6 მეტრამდე მიაღწიოს. ასევე მოსალოდნელია უხვი ნალექი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი