ვიზიტი მთავრობის ნებართვის გარეშე - სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში ჩავიდა, ბაზელშია წულუკიანიც

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. ის ამჯერად შვეიცარიაში, ბაზელში იმყოფება. ფოტო პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ის ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფებოდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიაშია თეა წულუკიანიც, რომელიც ამავე გამოფენის გახსნას დაესწრო. უცნობია, შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს წულუკიანი და ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღეს არ გაუვრცელებია დამატებითი ინფორმაცია ვის ხვდება, ან შეხვდა ზურაბიშვილი შვეიცარიაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მართავს, ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს.

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს მთავრობის ნებართვის გარეშე მართავს, რის გამოც, "ოცნებამ" მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და საკონსტიტუციო სასამართლოში საჭირო რაოდენობის ხელმოწერებიც გადაგზავნა. მმართველი პარტია ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციოც იგივეს დაადგენს. ასეთ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხი უკვე პარლამენტში, კენჭისყრაზე გავა და 100 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ზურაბიშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ, თუმცა ამ ეტაპზე საპარლამენტო ოპოზიცია იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და "ოცნება" საჭირო 100 ხმას ვერ აგროვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი