თავდასხმა სუმზე - ოკუპანტების საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

სუმის ოლქის ველიკოფისარევსკაიას სასაზღვრო თემში, რუსების დაბომბვის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა და ერთი ქალი დაიჭრა. რეგიონის პროკურატურის ცნობით, თავდასხმა დღეს დილით მოხდა. ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს

"ოკუპანტებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული მეთოდების გამოყენებით, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სუმის რეგიონში ველიკოფისარევის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

საკუთარი სახლის ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, დაშავდა 40 წლის ქალი" აცხადებს სუმის რეგიონის პროკურატურა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი