სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები პატრულირებას რუსებთან შეთანხმებით გეგმავდნენ - სამმართველოს ყოფილი უფროსი სისტემას ამხელს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც შესაძლოა მორიგი ირიბი მტკიცებულება აღმოჩნდეს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს მტრული სახელმწიფოს, რუსეთის სპეცსამსახურებთან და მეტიც, შესაძლოა ჩვენივე სამხედრო მოსამსახურეებს მძიმე და სრულიად არასაჭირო პროვოკაციისთვის იყენებდეს.

გამაოგნებელ ისტორიას სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გოჩა ბერიძე გვიყვება, რომელმაც ამ სიუჟეტში განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე საათშივე ქვეყანა დატოვა, პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

ირკვევა რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარკვეული ჩინოვნიკები საზღვაო პატრულირებას რუსებთან შეთანხმებით გეგმავდნენ და თან ისე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეკიპაჟის პროვოცირება და ყველაფრის საქართველოსთვის დაბრალება შეძლებოდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი