
ბახმუტთან ახლოს, დონეცკის ოლქის დასახლება კლეშეევკას დეოკუპაციას ბრიგადა "ლიუტი" ადასტურებს და ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს:
"კლეშეევკა ჩვენია! ლიუტის ბრიგადის მებრძოლებმა თავდაცვის ძალების თანამებრძოლებთან ერთად, გათავისუფლებულ კლეშეევკას თავზე უკრაინის დროშა დააბრუნეს", - იტყობინება ბრიგადა.
დასახლების გათავისუფლება ჟურნალისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ილია იევლაშმაც დაუდასტურა.
"უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში კლეშეევკა გაათავისუფლეს, რომელიც ბახმუტიდან შვიდი კილომეტრით არის დაშორებული" - თქვა ილია ევლაშმა.
იხილეთ ასევე: