
დროებით ანექსირებულ სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. უკრაინული მედია წერს, რომ კეიპ ფიოლენტის მიდამოში აფეთქების შემდეგ ხანძარი დაფიქსირდა.
სავარაუდო ინფორმაციით, აფეთქება ან საჰაერო თავდასხმების თავშესაფარში, ან რადიოელექტრონულ საწყობში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ადგილისკენ სასწრაფო დახმარების მანქანები მიემართებიან.
მომხდარის შესახებ ოფიცილური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.