
უკრაინული ტელეგრამ არხების ცნობით, ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის 31-ე ულიანოვსკის თავდასხმის ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი.
რუსი პოლკოვნიკის სიკვდილს ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელიც. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რუსეთის გვარდიის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოდაკოვსკი.
„დაგვამწუხრა მისი გარდაცვალების ამბავმა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს, მის თანამებრძოლებს“, - წერს ხოდაკოვსკი, თუმცა არაფერს ამბობს კონდრაშკინის სიკვდილის გარემოებებზე.
სად და რა ვითარებაში მოკლეს რუსი პოლკოვნიკი, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.