გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 რაკეტა და 18 დრონი ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

Українська правда-ს ცნობით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების საჰაერო ძალების მოქმედებების გამო, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

გამოცემა УНИАН კი იტყობინება, რომ რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია. აფეთქებების ხმა იყო ხმელნიცკის ოლქში, სტაროკონსტანტინოვკის რაიონში, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების ერთ-ერთი აეროდრომი მდებარეობს. ღამით ოკუპანტებმა დრონებით მიიტანეს იერიში ოდესის ოლქის დასახლებებსა და რეგიონში მდებარე პორტებზეც. 

ნგრევის, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, რომ გასული ღამის განმავლობაში მათ რუსების მიერ გაშვებული 17 ფრთოსანი რაკეტა და 18 "შაჰიდის" ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი