რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონზე თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. 

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, დაშავდა 3 ადამიანი. მათ შორის 60 წლის კაცი და 63 წლის ქალი.

"მტერი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა ხერსონის ოლქს," - თქვა პროკუდინმა.

მისივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასწაფო სამედიცინო დახმარების სადგური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი