ენმ-მ და "სტრატეგია აღმაშენებელმა" ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" აქცია გამართეს. ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს რა კავშირები აქვს ყოფილ მთავარ პროკურორს FSB-სთან. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ პირმა, რომელიც ფარცხალაძის გავლენის ქვეშაა.

მათივე განცხადებით, ფარცხალაძე წლების განმავლობაში აკონტროლებდა და აკონტროლებს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე პროკურატურასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს. 

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა.

15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით "მიმდინარეობს საკითხის შესწავლა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი