
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებს აგრძელებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა "ლელოს" დეპუტატ, ანა ნაცვლიშვილს. ამ წუთებში კი მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ხვდება.
"პრეზიდენტი აქტიურად მოქმედებს და აპირებს, ასევე აქტიურად გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად და "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული სრულიად აბსურდული და სასაცილო იმპიჩმენტის პროცესი მას ვერ გააჩერებს", - თქვა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გასულ კვირაში დაიწყო კონსულტაციების ოპოზიციასთან ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ის უკვე შეხვდა "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანი წითლიძესა და "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას.