
ოკუპირებულ დონეცკში ე.წ. ხელმძღვანელის დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობასთან აფეთქებები მოხდა. რუსული სამთავრობო მედია "რია" წერს, რომ პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა სახურავზე, ფრაგმენტები მიმოფანტულია მიმდებარე გზებზე.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა გამოიყენა. პუშილინი ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.