საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გასულ კვირას დაიწყო. ის უკვე შეხვდა "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილს, ანა ნაცვლიშვილს, ასევე დეპუტატ ხატია დეკანოიძესა და "საქართველოსთვის" წევრ ანა ბუჩუკურს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ანი წითლიძესა და "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას...