თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მილიარდერ ილონ მასკს Tesla-ს ელექტრომობილების ქარხნის თურქეთში აშენება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, ერდოღანმა თურქეთის ტექნოლოგიურ ''გარღვევებზე'' ისაუბრა და ილონ მასკი თურქეთის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მიიწვია, რომელიც იზმირში თვის ბოლოს გაიმართება. თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე ხელოვნურ ინტელექტზე, თურქეთის კოსმოსურ პროგრამასა და Space X- შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხზე Tesla-ში ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა.
როგორც თურქული მედია მასკზე დაყრდნობით იუწყება, ბევრი თურქი მომწოდებელი Tesla-სთან უკვე მუშაობს და თურქეთი, როგორც ქვეყანა, მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად საუკეთესო კანდიდატებს შორისაა. მასკმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, რადგან თურქეთში
Starlink-ის სატელიტური შეთავაზებისთვის ლიცენზიის მოპოვება სურს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი არ არის პირველი ლიდერი, რომელმაც Tesla-ს მიმართა, მანამდე მსგავსი სურვილი ესპანეთმა და იტალიამ გამოთქვეს. როგორც ირკვევა ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ქარხნის ასაშენებლად ადგილს არჩევდა და საბოლოოდ ინდოეთით დაიტერესტა, სადაც სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ქარხნის მშენებლობა.
შეგახსენებთ, Tesla ამჟამად 6 გიგანტ ქარხანას ფლობს, მათგან 4 შეერთებულ შტატებშია, ერთი ჩინეთში და ერთიც გერმანიაში. მისი მეშვიდე ქარხნის აშენება მექსიკაში იგეგმება.