ვის შეეხება დეოლიგარქიზაცია - პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე განიხილა. მისცემს თუ არა საბოლოოდ კანონპროექტს კანონის სახეს "ოცნება", უცნობია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავრობამ ევროკომისიის პირობის შესასრულებლად დეოლიგარქიზაცის სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კანონის მიღება მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ის ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.
როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ "ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, უმრავლესობა ხვალ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას ჩააგდებს.