გამოძიება ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნად რჩება. ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ფაქტობრივად ღალატშია დადანაშაულებული, ამ დრომდე თავისუფლად გადაადგილდება ქვეყანაში.
უფრო მეტიც - სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეფ-ეს-ბე-სთან თანამშრომლობაში მხილებულ "ქართული ოცნების" რუხ კარდინალს, რომლის სახელიც ფინანსურ მაქინაციებს და ძალადობრივ ისტორიებს უკავშირდება, ხელისუფლებამ 2 დღე მისცა და ეროვნულმა ბანკმა ქართულ ანგარიშებზე წვდომა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება მხოლოდ დღეს შეუზღუდა.
ხელისუფლება კი ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ გამოძიება ფარცხალაძის წინააღმდეგ არ დაიწყოს და სტრატეგიულლი პარტნიორებისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვს. "ქართული ოცნების" სწორედ ეს ტაქტიიკა გახდა პრეზიდენტის მხრიდან ხისტი კრიტიკის მიზეზი ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ.