რუსეთი ლვოვს დრონებით დაესხა თავს - დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინის ქალაქ ლვოვში. როგორც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რუსეთის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო საწყობში. დაშავდა 2 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის ოლქებზე გასულ ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკსა და კრივოი-როგში.

BBC-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ ლვოვზე თავდასხმის დროს რუსმა დრონებმა გადაუფრინეს ქალაქის ისტორიულ ცენტრს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ჟურნალისტებმა შენიშნეს მინიმუმ 2 დრონი, რომელიც უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი