
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 30 "შაჰიდითა" და 1 "ისკანდერის" ტიპის რაკეტით შეუტია. როგორც უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, მათ 27 "შაჰიდი" და ერთი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.
"საბრძოლო სამუშაოების შედეგად სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში სათვალთვალო მარშრუტზე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 27 "შაჰიდი." ასევე, აღმოსავლეთის მიმართულებით განადგურდა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი", - წერს უკრაინული მედია.
საჰაერო ძალები ასევე განმარტავენ, რომ რუსეთმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვა, ბალისტიკური რაკეტა კი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან კრივოი როგის მიმართულებით.