ქართული დელეგაცია მინსკში? - "მთავარის" ინფორმაციით, სპეცრეისი თბილისში დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც საქართველოდან ბელარუსში გაფრინდა, რამდენიმე წუთის წინ უკან დაბრუნდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ვიპ -ლოჟაში ცოტა ხნის წინ დაჯდა.  "მთავარის" ინფორმაციით, მინსკში საქართველოდან 8 პირი იმყოფებოდა, თუმცა უცნობია კონკრეტულად ვინ. 

ერთ ერთი ინფორმაციით, მინსკში, სადაც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასი ათასობით ადამიანი აპროტესტებს და ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას დასავლეთი არ აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტიც იყო ჩასული. თუმცა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მთავართან" საუბარში ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტს დღეს "თბილისიც კი არ დაუტოვებია".

"მთავარისა" და სხვადასხვა ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ინფორმაციით, საიდუმლო რეისი მინსკში თბილისიდან ბელარუსის დროით, 7 საათზე ჩაფრინდა და მალევე უკან გამოფრინდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი