უკრაინული მხარის ცნობით, 19 სექტემბერს რუსი ოკუპანტების ხერსონს არტილერიით დაესხნენ და ცეცხლი ტროლეიბუსს გაუხსნეს. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ დაიღუპა 49 წლის პოლიციის სერჟანტი.
მძიმედ დაშავდა ორი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკუდინის ინფორმაციით, დაშავებულები არიან 33 და 57 წლის კაცები.
ასევე, მტრის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწყობის შენობასაც. მაშველები 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარს აქრობენ.