საქართველოს ტერიტორია გაყიდა? ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? - ინჯია ვერ ხვდება რა ჩაიდინა ფარცხალაძემ

გამოქვეყნდა:

ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა - "ევროპელი სოციალისტი" ფრიდონ ინჯია "ვერ ხვდება" რა ჩაიდინა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ.

აშშ-ის მიერ, ეფესბეს აგენტად აღიარებული ფარცხალაძე ინჯიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიცვა, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს "ორმაგი აგენტი, ვაი პრეზიდენტი" უწოდა:

"შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას - რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა [პირდაპირი ფრენების აღდგენა]" ამბობს ინჯია. 

ინჯიას თქმით, აშშ-მ ფარცხალაძე "ყოველგვარი არგუმენტაციის" გარეშე დაასანქცირა, ხოლო ის, ვინც "მართლა ტერიტორიები გაყიდა", სანქციებს არ უწესებს. 

ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის უფლებები საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიცვას:

"საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ეხლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?... მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება" ამბობს ინჯია.

შეგახსენებთ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 18 სექტემბერს გაავრცელა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი