ირანში საცდელი ფრენის დროს სამხედრო დრონი ჩამოვარდა, დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ორშაბათს ჩრდილოეთ ირანში საცდელი ფრენის დროს სამხედრო დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა და შენობები დაზიანდა. სახელმწიფო მედია IRNA-ს ცნობით, დრონის ნამსხვრევები ჩრდილოეთ ქალაქ გორგონის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა.

ნახევრადოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თეთრი კვამლი ამოდის სხვადასხვა უბნიდან და ისმის საზენიტო ბატარეების ხმა.

თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს სამხედრო სისტემის გაუმართაობა უწოდა. უწყების სპიკერმა არ დააკონკრეტა დრონის ტიპი, მაგრამ ნამსხვრევების სურათების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ატარებს ბომბებს. 

ირანი არის როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დრონების მთავარი მწარმოებელი. მან რუსეთს უკრაინაში ომისთვის თავდასხმისთვის საჭირო უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი