პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შესულა.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეც ხდება.
ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნება პირისთვის, პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა ზურაბიშვილი უარყოფს, რომ ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.