მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა - აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა სომხური შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ, ბოლო თვეებში დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზეზი გახდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ღონისძიებების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები.
თავის მხრივ, ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ასკერანის რაიონში სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, სრული სიცრუეა და რეალობას არ შეესაბამება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, აზერბაიჯანულმა მხარემ თავად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მითითებული მიმართულებით.