არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ზურაბიშვილს ეძახდნენ "სტრეკაზას" კონკრეტული ადამიანები - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ფბს-ს აგენტობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის, სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20% ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ, ასეთ დროს ხდება რა, წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ სტრეკაზას კონკრეტული ადამიანები. მტკიცებულება ხომ არის საჭირო, წარმოადგინონ, ვის უმალავენ?! საზოგადოებას უმალავენ?! არ არსებობს ასეთი მტკიცებულება". 

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი