დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, უკრაინელებს აქვთ გამბედაობა და შეუპოვრობა, რომ კრემლზე მეტხანს გაძლონ - ოსტინი

გამოქვეყნდა:

ისტორია დაადასტურებს პუტინის დაუფიქრებელი, სასტიკი და არაპროვოცირებული შემოჭრის სრულ სისულელეს მშვიდობიან მეზობელ ქვეყანაში - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს.

"დრო პუტინის მხარეს არ არის ამ ომში. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს. დრო არასოდეს უჭერს მხარს აგრესიას. უკრაინის ხალხი იბრძვის თავდაცვისთვის, სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან საკუთარი მომავლის შესანარჩუნებლად და თავისუფლებისთვის და მათ აქვთ გამბედაობა და შეუპოვრობა, რომ კრემლზე მეტხანს გაძლონ", - თქვა ოსტინმა.

მისივე თქმით, უკრაინის კონტრშეტევა სტაბილურად წინსვლას აგრძელებს და უკრაინული სამხედრო ძალები არღვევენ რუსეთის აგრესიული არმიის შემორჩენილ ხაზებს.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი