რუსულ-ქართული ბიზნეს-საბჭო ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის წინადადებით გამოდის

გამოქვეყნდა:

ვლადიკავკაზში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს - საბჭოს სხდომა ტარდება, სადაც წინადადება დააყენეს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის შესახებ. ინფორმაცია ტელეგრამ არხ რუსეთის ქართული დიასპორა-ზე ვრცელდება.

ამ წუთებში, ქალაქ ვკადიკავკაზში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გასვლით სხდომაზე დადგა საკითხი გაიხსნას რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზა ცხინვალის გავლით!- წერს დავით ცეცხლაძე ფეისბუქზე.

იქამდე კი, ამავე არხზე გავრცელდა ფოტო და ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დელეგაცია ზემო ლარსზე იმყოფებოდა. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიიან რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი, რუსეთის ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, მეწარმეები და სხვები.

"მოწვეული საბჭოს სხდომის მთავარი მიზნები და ამოცანებია რუსეთსა და საქართველოს შორის ლოჯისტიკის ყველა პრობლემისა და პერსპექტივის შესწავლა, ასევე მათი გადაჭრის გზების ძიება" ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი