სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ირანში ჩავიდა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან.
"ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს რუსეთ-ირანის სამხედრო კავშირების განმტკიცებას და გახდება მნიშვნელოვანი ეტაპი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში." აცხადებს რუსეთის თავდაცვა.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, თეირანმა და მოსკოვმა ორმხრივი კავშირები გააღრმავეს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.