პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ 45 წლის კაცი დაჭრა

გამოქვეყნდა:

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

ცნობილია, რომ დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი