პალმა დე მალიორკას აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ცნობილია, რომ ინცინდენტი ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე, ასაფრენ ზოლზე მოხდა. ერთმანეთს პალმა-ფრანკფურტის რეისისა და ბარსელონა-პალმას თვითმფრინავები შეეჯახნენ.
ბორტზე მყოფი მგზავრის თქმით, შეჯახებამდე თვითმფრინავმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რის შემდეგაც შეჯახების ძლიერი ხმა გაისმა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი თვითმფრინავს ფრთის წვერი მოტყდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ავარიის შემდეგ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მივიდნენ.