მსოფლიოში "დენგეს" ვირუსით სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა ინფიცირების 28 000-ზე მეტი შემთხვევა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით სულ მცირე 15 ადამიანი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს ამ დროისთვის ინფიცირების 28 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა შეიძლება რამდენჯერმე მეტი იყოს, რადგან შემთხვევების 80 %-ზე მეტი უსიმპტომოა. დენგით ინფიცირებულ ბევრ ადამიანს აქვს მსუბუქი სიმპტომები და არ საჭიროებს მკურნალობას ან შეიძლება მკურნალობა სახლში.

"დენგე" ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.  

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი