რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში NATO მოლდოვას დაეხმარება | ალიანსის გენ.მდივნის მოადგილე

გამოქვეყნდა:

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოლდოვას თავს დაესხმება, NATO მას აუცილებლად დაეხმარება.

ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მართალია მოლდოვაზე არ ვცრცელდება ალიანსის მე-5 მუხლი, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის დაცვა ორმხრივ დონეზე, სამხედრო ალიანსი მოკავშირეებსა და პარტნიორებს დაეხმარება.

მათი თქმით, ამას ის განაპირობებს, რომ მოლდოვა წინ მიიწევს და მისი მიზანი ევროპული ინტეგრაციაა. 

შეგახსენებთ, მოლდოვა NATO-ს წევრი არ არის, თუმცა ალიანსთან თანამშრომლობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი