საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში | ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან

გამოქვეყნდა:

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში ახალი ძალით განახლდა. შუადღიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებს ცეცხლსასროლი იარაღით, არტილერიით, დრონებით და მძიმე ტექნიკით შეუტია. ბრძოლა ძირითადად ყარაბაღის დედაქალაქის სტეპანაკერტის, ანუ ხანკენდის შემოგარენში მიმდინარეობს. ბაქოში აცხადებენ, რომ ამ ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანია სეპარატისტების განდევნა და აზერბაიჯანის სრულ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის გავრცელება. პრეზიდენტი ალიევი ყარაბაღის მებრძოლებს იარაღის დაყრის შემთხვევაში მოლაპარაკებებს სთავაზობს. 

ერევანში კი სომხების გენოციდზე საუბრობენ. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ქვეყნის ლიდერი ფაქტობრივად ადასტურებს პოლიტიკურ პოზიციას, რომ უშუალოდ სომხეთი ომში არ ჩაერთვება და არ მისცემს აზერბაიჯანს კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას. საკუთრი მთვრობის პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობა ერევნის ქუჩებშია გამოსული და ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი