ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ის პირია, რომელიც არაფორმალურ კონტროლს ახორციელებდა სასამართლოსა და პროკურატურაზე და რომელიც საარჩევნო შავი სალაროს მთავარი განმკარგველი იყო.
"ნაციონალური მოძრაობა" ფარცხალაძის იმ გავლენებს და სქემებს ადგენს, რომლებითაც ივანიშვილის პარტიაში მილიონები შედიოდა. ირკვევა, რომ სწორედ ოლიგარქის დავალებით, ყოფილი პროკურორი ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სამსახურებს აკონტროლებდა, და "ოცნების" საარჩევნო სალაროც სტრატეგიული ობიექტებიდან შესული ფულით ივსებოდა.
კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ფარცხალაძეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დავალების შესრულება დაეკისრა - ყოფილი მთავარი პროკურორი რუსეთს სანქციების გევრდის ავლაში ეხმარებოდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი