"ნათია თურნავა უნდა დასანქცირდეს აშშ-ის მიერ... მას უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი" | რომან გოცირიძე

გამოქვეყნდა:

"ნათია თურნავა უნდა დასანქცირდეს აშშ-ის მიერ... მას უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. 

ამბობს, რომ თუ პროცედურული საკითხები ხელისშემშლელი არ იქნება, ფრაქცია ოპოზიციასთან კონსულტაციებსაც დაიწყებს და მისი იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს. 

"ეს ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა ვიღაცების ხელით. ეს ვიღაცა იურიდიულად არის ნათია თურნავა... ის უნდა დასანქცირდეს აშშ-ის მიერ. მან ხელი შეუწყო ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გვერდის ავლას საქართველოში და მას ეს არ შერჩება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანა "მოწყვიტოს დასავლურ გზას და წაიყვანოს რუსეთისკენ". 

"ფარცხალაძე არის ნამდვილი აგენტი, რომელიც ქვეყანას ჰყავდა გენერალურ პროკურორად. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს... "ქართული ოცნების" მთავარი ბიზნესყულაბა და უამრავი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი მიდის მერე და რუსეთის მოქალაქეობას იღებს... 

პირდაპირ ამთხვევენ ანტიქართულ გაადაწყვეტილებებს სტატუსის მინიჭების თარიღს. ყველაფერს აკეთებენ, ქვეყანა მოწყვიტონ დასავლურ გზას და წაიყვანონ რუსეთისკენ", - ამბობს გოცირიძე. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი