20 სექტემბერს, 17 საათზე! | ნიკა მელიამ ეროვნულ ბანკთან აქცია დააანონსა

გამოქვეყნდა:

"20 სექტემბერს, 17 საათზე! ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას", - ამის შესახებ სსოციალურ ქსელში ნიკა მელიამ დაწერა და ეროვნულ ბანკთან აქცია დააანონსა.

დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე - ეროვნულ ბანკთან, (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას.

ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს...

ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.

დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.

შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!, - წერს მელია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი