უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 24 "შაჰიდიდან" 17 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 20 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 "შაჰიდი" ჩამოაგდო. 

შტაბი ამბობს, რომ ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ღამით საჰაერო განგაში მოქმედებდა უკრაინის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით და კიევში. დილის ხუთ საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში ყველა რეგიონში გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი