
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია ბერლინში გაემგზავრნენ, სადაც გერმანიის პარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაზე გერმანული მხარე და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს წარმომადგენლები ევროკავშირში გასაწევრიანებელი რეფორმების შესრულებაზე ისაუბრებენ.
ცნობილი ხდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა პარლამენტში პლენარული სხდომების გამართვის მიზეზით. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ
"კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გერმანიის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი ამბავი არის ის, რომ მიუხედავად "ქართული ოცნების" ფაქტობრივი ბოიკოტისა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მიმართ, საქართველოს სკამი არ იქნება ცარიელი და საქართველოს მოქალაქეების ხმა ვერ იქნება დაბლოკილი", - თქვა "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა.