რუსეთი გააგრძელებს ცხინვალის დახმარებას "ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - პუტინის მილოცვა გაგლოევს

გამოქვეყნდა:

"მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებას", - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტისთვის ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ მილოცვაში.  

"მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადასაჭრელად", - ნათქვამია წერილში.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "სამხრეთ ოსეთთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების" განვითარებას, ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი