რუსი ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტში - ვინ არის გავრილოვის მეგობარი მამუკა ფიფია, რომელიც სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა?

გამოქვეყნდა:

ვინ არის რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელიც სერგეი გავრილოვთან მეგობრობს და რომელიც ასევე  საქართველოს პარლამენტის საპატიო სტუმარი აღმოჩნდა? ფოტოებს ფიფია სოციალურ ქსელში პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან ტვირთავდა, ერთ-ერთ ფოტოზე კი ამაყად აცხადებს, რომ "ეცნობა საქართველოს კონსტიტუციას".

სოციალურ ქსელში ის ასევე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია, ვის კაბინეტში ზის რუსი ბიზნესმენი საქართველოს პარლამენტში. 

"ესეთი ფოტო ინტერნეტში იძებნება ბევრი, საერთოდ არ მაინტერესებს მამუკა ფიფია" - ამბობს "ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ფიფიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და ამტკიცებს, რომ არ იცის ვინ არის ფიფია. ფიფიაზე კომენტარს არ აკეთებენ "ოცნების" სხვა დეპუტატები.

ფიფია იმითაც გახდა ცნობილი, რომ მოსკოვიდან პირველ ავიარეისს სწორედ ის გამოუძღვა. სოციალურ ქსელებში ადვილად იძებნება ფიფიას ფოტოები, სადაც ის რუსეთის კომუნისტური პარტიის სხვა ლიდერებთან პოზირებს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი