სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლოს განაჩენამდე, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული - თურნავა ფარცხალაძეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს გუშინ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გამონაკლისი დაუშვეს სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

თურნავას მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული "კონკრეტული სახელებისა და გვარების დაცვის მიზნებისკენ". 

თურნავას განცხადებით, ვიდრე ძალაში არ შევა საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება იქნება შეჩერებული.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცედენტი იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს და ეს, ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და ვრცელდება და ამიერიდან გავრცელდება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და დავაწესეთ, ასეთ დროს სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში სანქციების აღსრულების განსხვავებული წესი. კერძოდ, ჩვენ შევიტანეთ დაზუსტება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებულ სანქციების აღსრულების წესში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებზე მხოლოდ მაშინ, თუ მათ მიერ დაწესებულ სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. [...] ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, თავიდანვე მინდა ვთქვა, ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაუშვად დაცვას, ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა", - თქვა თურნავამ.

მისი განმარტებით, ცვლილება ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ეს გადაწყვეტილება დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი