
"კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი ასევე და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ მინდა განვმარტო, პირველ რიგში, მე დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართე პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისიც, საკმაოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. [...] სრულ უნისონში ვართ ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორთან, კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და ზოგადად ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს".
ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა