ტყიბულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. იმერეთის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებულ ზ.ჩ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, შურისძიების მოტივით, 1986 წელს დაბადებულ ზაურ სოფრომაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ზაურ სოფრომაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.  თავდაპირველად, ტყიბულის პოლიციაში მოწმის სახით 5 პირი ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა საგამოძიებო ორგანოდან ყველა მათგანი გამოუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი