ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება და განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" აგენტების "დამჭერი არ არის, ის აგენტების "გამპრავებელია".
მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდა.
"ხალხის სულისკვეთებას ვერაფერ დაუდგება წინ... ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ", - ამბობს მესამე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმის" განხილვა მიმდინარეობს.