
ერთად დავიცვათ საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა!
დღეს, 19:00 - რუსთაველზე - წერს ფეისბუქზე ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა:
"მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე იმისთვის, რომ მათ შორის სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია თითოეული საქართველოს მოქალაქის ჩართულობა.
ჩვენ არც დავიღლებით, არც გვეშინია, ფიზიკურადაც დავიცავთ ქვეყანას და ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა დღეს 19:00 საათზე, რომ ვიცოდეთ რას ვაკეთებთ უახლოესი დღეების განმავლობაში, რომ ამ რუსულმა ჯაშუშურმა ქსელმა არ ჩაიგდოს ჩვენი ქვეყანა. მთავარი მოთხოვნა არის რუსებისგან განთავისუფლება, რუსი აგენტურული ქსელისგან განთავისუფლება ამ ქვეყნის, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. თითო ოროლა თანამდებობის პირების ბარტყების გადმოგდება ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს რუსული ჯაშუშური ქსელის დასრულება ამ ქვეყანაში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა ოპოზიციამ დედაქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსა.
17 საათზე ეროვნულ ბანკთან აქციას "ლელომ" და ნიკა მელიამ დააანონსეს.