კითხვა არ მაქვს, მადლობა "ოცნების ჯარისკაცების" სახელით, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი - ზავრადაშვილი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის მადლობა კულტურის მინისტრ წულუკიანს. ზავრადაშვილს შეკითხვა არ გასჩენია, თუმცა წულუკიანს "ოცნების ჯარისკაცების" სახელით, ქვეყნის დაცვისთვის "ძნელბედობის ჟამს", დიდი მადლობა გადაუხადა:

"მე დღეს თქვენთან კითხვა არ მაქვს. უბრალოდ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გითხრათ, რომელიც მარტო ჩემი აზრ არ არის. საქართველოს თავისი მრავალსაუკონოვანი არსებობის განმავლობაში კიდევ ერთი ძნელბედობის ჟამი უდგას, როცა კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, შიგნით უფრო მეტი მტერი ჰყავს ვიდრე გარეთ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართული ოცნების ძალიან ბევრი ჯარისკაცის სახელით იმისთვის, რომ წარმოადგენთ იმ მთავრობას, რომელიც არასოდეს არ მისცემს არც შიგნით და არც გარეთ მტრებს იმის საშუალებას, რომ ეს დაჩაგროს და გაანადგუროს. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რომ ეს თქვენთვის პირადად არ მეთქვა და არამარტო თქვენ , მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს და თავის კისერზე გადააქვს ყველა ის ტვირთი, რომელიც ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, მადლობთ ქალბატონო თეა, დიდი მადლობა" თქვა ზავრადაშვილმა.

წულუკიანი პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი