"გირჩი-დროა" დღეს დაანონსებულ აქციებს უერთდება როგორც სებ-თან, ისე პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"გირჩი-დროა" რუსული რეჟიმის წინააღმდეგ დღეს დაანონსებულ აქციებს უერთდება. როგორც ზურა ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ განაცხადეს, იქნებიან როგორც 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ისე 18:00-სა და 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციებზე.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა ოპოზიციამ დედაქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსა. 

17 საათზე ეროვნულ ბანკთან აქცია "ლელომ" და ნიკა მელიამ დააანონსეს, ხოლო 19 საათზე პარლამენტთან "ენმ"-მ და "სტრატეგია აღმაშენებელმა".

18 საათზე კი აქციას პარლამენტის წინ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი