დრო მოვიდა საჯარო მოხელეები დაფიქრდნენ, ვისთან თანამშრომლობენ და მუშაობენ თუ არა სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

სებ-თან მიმდინარე საპროტესტო აქციას,  "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეუერთდა და დადებითად შეაფასა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის ვიც-პრეზიდენტებმა მიიღეს. მისი თქმით, დროა, ყველა საჯარო მოხელე დაფიქრდეს, ვის და რას ემსახურებიან სინამდვილეში: 

შედეგი ხელისუფლების ცვლილებაა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ არ შეიძლება, რომ ყველა აქციაზე ველოდით უამრავ ადამიანს და მასობრივ გადადგომებს. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ პოზიცია. სასურველია, რომ ყველამ ერთად, ერთ ადგილზე, შეთანხმებულად, მაგრამ არა უშავს, ესეც შეიძლება. მთავარია ბოლოში გავერთიანდეთ სწორი მიზნის მიღწევაში იმიტომ, რომ ერთიანობის გარეშე ეს შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებიც არის. სამი ადამიანი გადადგა, ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის ყველაზე უფრო გასახარელი და საამაყო მაინც ის არის, რომ ეროვნული ბანკის რეზიდენტის მრჩეველი, ჩემი მეგობარი გიორგი ბაქრაძე გადადგა. ასეთი ნაბიჯები მნიშვნელოვანია. მე მინდა, ყველა საჯარო მოხელეს ვუთხრა, რომ დრო მოვიდა უკვე დაფიქრდნენ იმაზე, ვისთან თანამშრომლობენ და მუშაობენ თუ არა სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

მაგალითად, დღევანდელი გადაწყვეტილებების მიმღებები ნამდვილად აღარ მუშაობდნენ საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, არამედ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ამიტომაც გადადგნენ და გადადგნენ სწორად. ყველა თანამდებობის პირის ადგილზე დავფიქრდებოდი კიდევ ერთხელ, ის, რასაც აკეთებთ თქვენს სამუშო ადგილებზე, ნამდვილად თქვენ ქვეყანას ემსახურება, თუ რეჟიმის და რუსეთის ინტერესებს"  განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მრჩეველიც, გიორგი ბაქრაძე. 

ამის მიზეზი კი ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა გახდა, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, მის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი