სანქციების არიდების მცდელობა ფარცხალაძისთვის | პარლამენტთან მორიგი აქცია 22 სექტემბერს დაანონსდა

გამოქვეყნდა:

რუსული ეფ-ეს-ბეს აგენტის გადარჩენის მცდელობა სამოქალაქო პროტესტის მიზეზი ხდება. პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც უკიდურესად გააღიზიანა "ქართული ოცნების" და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ, სანქციები აარიდონ ოთარ ფარცხალაძეს, ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ჯერ ირაკლი კობახიძის არარელევანტურმა აპელირებამ კონსტიტუციაზე, და შემდეგ უკვე ნათია თურნავას ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ სანქციების წესის შეცვლაზე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მთლიანად მოშლილია, და სისტემა ერთადერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

მათი დიდი ნაწილი, ვისაც არ უნდა ოლიგარქის მონობაში ყოფნა, პროტესტს ხმამაღლა გამოთქვამს. მათ შორის ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი, და პრეზიდენტის მრჩეველი არიან, რომლებმაც ერთმანეთის მიყოლებით გააპროტესტეს თურნავას გადაწყვეტილება და დატოვეს პოსტები. ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ კომერციულ ბანკებსაც, რომლებმაც მარეგულირებლის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიმართ ღიად სკეპტიკური პოზიცია დააფიქსირეს. 

ცნობილია, რომ პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია 22 სექტემბერს გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი