პოლიტიკური დაკვეთის შესრულებით ეროვნულ ბანკში რღვევის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა დღეს ცდილობდა, კონსტიტუციის მოთხოვნებით გაემართლებინა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლითაც სანქცირების წესი შეიცვალა, მაგრამ თურნავამ ვერაფრით უარყო ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური, ფარცხალაძის დაცვის სურვილით ნაკარნახევი მოტივების არსებობა. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი საბანკო სფეროსაც გადაედო - სავარაუდოდ პირადად ბიძინა ივანიშვილის ზეწოლით უხეშმა ჩარევამ ლარის მნიშვნელოვანი რყევა გამოიწვია.